
როლური თამაში, სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა. ის მოსწავლეს სასწავლო პროცესის აქტიურ მონაწილედ აქცევს, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, განსაკუთრებით სასარგებლოა სოციალური და ემოციური უნარების განვითარებისთვის, შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები, როლურ თამაშს, როგორც სასწავლო მეთოდს ხშირად მიმართავენ.
სკოლის პატარა მსახიობებმა მორიგი შესწავლილი მოთხრობა გაითამაშეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ტექსტის მთავარი გმირების როლები ოსტატურად მოირგეს და მოთხრობის მთავარი აზრიც უკეთ გაიაზრეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: