„უჯრედი, როგორც ქალაქი“ - ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გამოფენა
22-12-2025

„შეიძლება თუ არა, უჯრედი შეადარო ქალაქს? დღეისათვის ეს აზრი ძალიან პოპულარულია. თითოეული უჯრედი იმდენად ორგანიზებული და მოწესრიგებულია, ხოლო მის ორგანოებს შორის ფუნქციები იმდენად ზუსტად არის განაწილებული, რომ ძნელია ამ შედარებას არ დაეთანხმო“,- გვეუბნებიან ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში, სადაც აღნიშნული იდეის შთაგონებით მეტად საინტერესო პროექტი განხორციელდა. 

სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის - ინგა კიკნაველიძის ინიციატივითა 
და მე-10 (დამრიგებელი სოფო გაჩეჩილაძე), მე-10(დამრიგებელი ირმა ბაბულაშვილი) და მე-10 (დამრიგებელი თეა ყვავაძე) კლასების
მოსწავლეთა მონაწილეობით, განხორციელდა პროექტი, რომლის ამსახველი
მასალებით  სკოლის ფოიეში მოეწყო საინტერესო გამოფენა სახელწოდებით - „უჯრედი, როგორც ქალაქი“.

მოსწავლეებმა თავიანთი ფანტაზიით და ხელით და შექმნეს ძალიან საინტერესო
სქემები და ნახატები, რომლებშიც გარკვევით ასახეს უჯრედის სტრუქტურებსა და
ქალაქის მნიშვნელოვან ობიექტებს შორის ანალოგია.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203