
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში.
მათ შორის, მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებელის - ია ირემაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს მეტად საინტერესო პროექტზე სახელწოდებით - „ჩვენი სახელოვანი თანამემამულენი - მერაბ კოსტავა“.
ეს არის პროექტი, რომელიც სამი სკოლის - წინარეხის, თვალადის, კავთისხევის ისტორიის მასწავლებლებმა, ისტორიის მასწავლებელთა საქართველის ასოციაციის წევრებმა (იმსა) ერთობლივად დაგეგმეს და 2025 წლის 25 ოქტომბერს იმსას პრეზიდენტის - მანანა შეყილაძის ჩართულობით განახორციელეს.
ისინი იმსა-ს მიერ დაგეგმილი ვიზიტის საშუალებით, თავიანთ მოსწავლეებთან ერთად მერაბ კოსტავას მუზეუმს ესტუმრნენ, რათა გაცნობოდნენ სასახელო თანამემამულის ბიოგრაფიულ და ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებს.
წინარეხის სკოლის მოსწავლეებმა 5 ნოემბერს, პროექტის ფარგლებში, დაამზადეს კედლის გაზეთი „ჩვენი სახელოვანი თანამემამულენი - მერაბ კოსტავა, რომელშიც ეროვნული გმირის ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად მისი ცხოვრების ამსახველი ფოტოებიც ასახეს.
პროექტი დასრულდა 13 ნოემბერს. სამი სკოლის ისტორიის მასწავლებლებმა - ია ირემაშვილმა, ელზა ახლოურმა, ნანა მაღლაფერიძე,მ მოსწავლეებთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტში არსებული მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს სახელოვან მამულიშვილს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: