
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო აქტივობებით, საგანმანათლებლო ღონისძიებებითა თუ პროექტებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
ახლახან, სკოლის ესთეტიკის, მუსიკისა და სპორტის კათედრის ორგანიზებით მე-7 კლასში განხორციელდა საკლასო პროექტი - „მე არქიტექტორი: სახლი, რომელიც ბუნებას უყვარს“. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მწვანე არქიტექტურის, გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და ინოვაციური არქიტექტურული მიდგომების გაცნობას.
მოსწავლეებმა შეისწავლეს მწვანე და სახალისო არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები, იმუშავეს თიხასთან, შექმნეს ექსპერიმენტული მოდელები, ასევე შეიმუშავეს არქიტექტურული ესკიზები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა საკლასო კონფერენცია, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მწვანე და სახალისო არქიტექტურის თემებზე. მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა.
პროექტის ორგანიზატორია პედაგოგი მაია ახალკაციშვილი.
იხილეთ ფოტოები: