
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლის, წარმატებული მოჭადრაკის - დავით ნემსაძის მორიგი წარმატებით ხარობენ.
დავითი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს უკვე ატარებს. ის ჭადრაკს 5 წლიდან თამაშობს, მოპოვებული აქვს უამრავი თასი და მედალი, გახლავთ არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.
ამჟამად, მოსწავლე ბარსელონაში იმყოფება საერთაშორისო ტურნირზე და უკვე წარმატებით წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები.
მოსწავლის მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. სკოლის დირექცია და პედაგოგები დავით ნემსაძეს ახალი სიმაღლეების დაპყრობას და ზღვა წარმატებას უსურვებენ.
„ყველაზე მაგარი ბიჭი გვყავს ჩვენ! ყოველთვის ღირსეულად წარმოაჩენს თავს, ქალაქს და ქვეყანას ყველა საერთაშორისო ტურნირზე!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ვიდეო: