საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთა ზღაპრული, მუსიკალურ-ლიტერატურული სადღესასწაულო სანახაობა
22-12-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წინასაახალწლო ღონისძიებები დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

სკოლა-გიმნაზიის I კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული წინასაშობაო-საახალწლო ღონისძიება წარმოადგინეს. 

ღონისძიება, რომელსაც ორგანიზება კლასის ხელმძღვანელმა- მაია ხორბალაძემ გაუწია სითბოთი, ემოციებითა და ბავშვური გულწრფელობით იყო სავსე.

პატარებმა სკოლაში საოცარი სადღესასწაულო განწყობა დაატრიალეს. ლექსებით, სიმღერებითა და მუსიკალური ნომრებით ახალი წლის მოლოდინი კიდევ უფრო გაალამაზეს. 

ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა პირველკლასელთა ცოდნა, შემოქმედებითი უნარები, ნიჭი და შესალებლობები. თითოეულ ნომერში იგრძნობოდა ბავშვების მონდომება და მასწავლებლების დიდი შრომა, რომელმაც პატარები ამ დღისთვის დიდი სიყვარულით მოამზადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203