იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედით შექმნილი ნამუშევრების გამოფენაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
22-12-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები შესაძლებლობების წარმოსაჩენად სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობენ, მათი წარმატება სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. 

ამჯერად, ანა შარაშიძემ და ბარბარე ტრაპაიძემ ასახელეს სკოლა. მოსწავლეები, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედით, შექმნილი გრაფიკული, ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა საშემოდგომო გამოფენაში - „გვაქვს უთვალავი ფერითა“, წარმატებული მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

იანეულის საჯარო სკოლა ულოცავს ანა შარაშიძეს და ბარბარე ტრაპაიძეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედით მოსწავლეთა მიერ შექმნილი გრაფიკული ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა საშემოდგომო გამოფენაში - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გამარჯვებას და მადლობას უხდის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მენეჯერს ქალბატონ მზია კვინტრაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203