დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა შექმნილი დიორამები შთამბეჭდავი სანახავია 
22-12-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და ბავშვებს სასკოლო ცხოვრებას უმდიდრებენ.

აღსანიშნავია, ბუნებისმეტყველებაში, პედაგოგ  მაია მთვარაძის ჩატარებული გაკვეთილი -  თემაზე - „ადამიანის საცხოვრებელი გარემო“. 

გაკვეთილი მოიცავდა შემოქმედებით აქტივობას - შექმენი დიორამა - „მწვანე სკვერი“. მოსწავლეებმა აქტივობას წარმატებით გაართვეს თავი და საინტერესო დიორამები შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ მე-2 კლასელები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ საგაკვეთილო პროცესში, თითქმის ყოველი გაკვეთილი აგებულია თამაშით სწავლების პრინციპზე. ბავშვები კი დიდი ხალისითა და მონდომებით ასრულებენ დავალებებს.

მიზანია სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა, მოსწავლეთა შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარების განვითარება, მეტყველების დახვეწა და ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

კლასის დამრიგებელი მაია მთვარაძე თითოეული ბავშვის ნიჭსა და უნარს ახალისებს და მათი შესაძლებლობების განვითარებაზე ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203