
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელ ლიზა ჯეირანიანთან ერთად, პროექტის ფარგლებში, ნახეს ფილმი „საოცრება“.
ფილმის ჩვენებაზე იმყოფებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და სხვა კლასების მოსწავლეები. მოსწავლეებმა წინასწარ შექმნეს აფიშა, ასევე ბილეთები და შეფასებისთვის შეკითხვები.
ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს შთაბეჭდილებებზე, დაახასიათეს ფილმის პერსონაჟები, ისაუბრეს იმის შესახებ თუ რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ ფილმში.
ღონისძიების ხელმძღვანელი მადლობას უხდის ყველას ვისაც კინოჩვენების გამართვაში მიუძღვის წვლილი.
„განსაკუთრებული მადლობა ასევე ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელ ალისა აზარიანს და ინგლისურის პედაგოგ ანაჰიტ ჩტჩიანს ყოველგვარი დახმარებისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: