
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახლახან, სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ (ხელმძღვანელი მარინე ცუცქირიძე) დაიწყო დაგეგმილი პროექტის - „დავუბრუნოთ წიგნებს სიცოცხლე“ განხორციელება.
ბავშვები თავისუფალ დროს, მასწავლებლების დახმარებით, აღადგენენ ბიბლიოთეკაში დაზიანებულ წიგნებს, რასაც ხალისით და დიდი მონდომებით აკეთებენ.
მოსწავლეებმა კარგად იციან, წიგნი ჩვენი მეგობარია, როდესაც მას „ახალ სიცოცხლეს“ ვუბრუნებთ ვზრუნავთ მომავალზე.
იხილეთ ფოტოები: