თორიის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია 
22-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო დღეებში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს.

მოსწავლეებმა, დამრიგებლების და მასწავლებლების დახმარებით, ნაძვის ხე მორთეს და სკოლა ხელნაკეთი დეკორიაციებით მოკაზმეს. 

მოსწავლეები საახალწლო სამზადისში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ, ბევრი იხალისეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

„მოსწავლეები ძალიან ბედნიერები იყვნენ, საახალწლო ფუსფუსში აქტიურად მონაწილეობდნენ“,- გვიყვებიან სკოლაში და ბავშვების მოტივაციასა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203