
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის პედაგოგები გასვლით კულტურულ ღონისძიებებს ხშირად მიმართავენ და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. მაღალი შემეცნებითი ღირებულების მატარებელია მუზეუმში ვიზიტი, რომელიც როგორც მოსწავლეთა თეორიული ცოდნის განმტკიცების საუკეთესო გზაა.
ახლახან, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კობეშავიძე) ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
მოსწავლეები გაეცნენ ქართველი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მოისმინეს საინტერესო ისტორიები ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებიდან და დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი უნიკალური ექსპონატები.
მოსწავლეებს ექსკურსიაზე ახლდა სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე.
იხილეთ ფოტოები: