
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორთან ედიშერ ჭელიძესთან.
დოქტორმა აუდიტორიის წინაშე წაიკითხა საინტერესო ლექცია თემაზე - „ქრისტესშობის დღესასწაულის საღვთისმეტყველო არსი“.
შეხვედრას, გიმნაზიის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მოსწავლეთა მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ - ლოტკინის ტერიტორიაზე მდებარე კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და ხელოვნების სკოლის თანამშრომლები.
ედიშერ ჭელიძე ამომწურავი პასუხი გასცა მსმენელთა შეკითხვებს.
დასასრულს მოსწავლეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
შეხვედრის ინიციატორები იყვნენ გიმნაზიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრა, საქართველოს ისტორიის მოყვარულთა კლუბი და ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფი.
ლექციის მსვლელობა პირდაპირ გადაიცემოდა გიმნაზიის ფოიეში დამონტაჟებულ დიდ მონიტორზე.
იხილეთ ფოტოები: