
თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის აღსანიშნავია ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით - „სოხუმი გადარჩა“, რომელიც მე-10ვ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების, სამშობლოსადმი სიყვარულისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღრმავება სოხუმის დაცემის ისტორიული მოვლენების შემოქმედებითად გააზრების გზით.
„ბავშვებმა მოახერხეს ჩვენი ისტორიის ტკივილის ხელოვნებით გადმოცემა ისე, რომ ერთდროულად წარმოეჩინათ საქართველოს ძირძველი კუთხის-აფხაზეთის დაკარგვის ტრაგიზმი და იმედი მისი გადარჩენისა“,- გვეუბენიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ტექსტური და თეატრალური ფორმების სინთეზით შეძლეს ემოციური და ინტელექტუალური ჩართულობის გამოხატვა, რაც ხელს უწყობდა მათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: