
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური თუ ანალიტიკური უნარების განვითარებას, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
აღსანიშნავია, 18 დეკემბერს ჩატარებული მათემატიკური ვიქტორინა სახელწოდებით - „იაზროვნე“, რომელშიც V და VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - მ.ჭინჭარაშვილმა და ა.კოკოშაშვილმა.
იხილეთ ფოტოები: