
შემოდგომაზე ორგანიზებული პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მონაწილეებს საკუთარი შედეგების გასაჩივრება 2025 წლის 23 დეკემბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და ვებგვერდის online.naec.ge გამოყენებით.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი. გაითვალისწინეთ, შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან უბრუნდება აპლიკანტს.