„სკოლის როლი ჩემს ცხოვრებაში“ - საბუეს საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
19-12-2025

პროექტებით სწავლება თანამედროვე განათლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მეთოდია, ამიტომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში აქტივობას ხშირად მიმართავენ და მოსწავლეს სასწავლო პროცესის აქტიურ მონაწილედ აქცევენ. 

5 დეკემბერს, საბუეს საჯარო სკოლის Vll კლასში ჩატარდა პროექტი, რომლის თემა იყო - „სკოლის როლი ჩემს ცხოვრებაში“.

მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეასრულეს სხვადასხვა აქტივობები: აღწერეს და გადმოსცეს წერილობით როგორია მათი ერთი დღეს სკოლაში, დახატეს სკოლაში არსებული მათთვის საყვარელი ადგილი, აიღეს ინტერვიუ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან, მოირგეს მოსწავლის და მასწავლებლის როლი და დაასახელეს თუ ვინ არია მათთვის სკოლის გმირი.

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. პროექტს ორგანიზება გაუწია პედაგოგმა - ნანა ზაალიშვილმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203