
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი, როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე სახალისო და მამოტივირებელი ღონისძიებებითა და აქტივობებით.
პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტს სთავაზობენ და სასკოლო ცხოვრებას უმდიდრებენ.
16 დეკემბერს, სკოლის მე-7 დს მე-8 კლასელებს შორის Kahoot -ის გამოყენებით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. გამოვლინდნენ I, II და III ადგილოსანი მოსწავლეები. მათ გადაეცათ სიგელები.
იხილეთ ფოტოები: