
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლას სოფელ მერენიის მკვიდრი მწერალი გევორქ ჰაიასი ესტუმრა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ცნობილ მწერალთან შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები საპატიო სტუმრის წინაშე საინტერესო ღონისძიებით წარდგნენ - შეასრულეს საცეკვაო ნომრები და სიმღერები, ხოტბა შეასხეს გევორქ ჰაიასის შემოქმედებას.
მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა და საკუთარი შემოქმედებით დაასაჩუქრა.
საპატიო სტუმარს საჩუქარი გადასცა სკოლის დირექტორმა - ლენა კარაპეტიანმაც და სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები: