საბუეს საჯარო სკოლაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით, სასწავლო კონფერეცნია ჩატარდა 
19-12-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გამდიდრებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც ემსახურება, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ასევე მათ მრავალმხრივ განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

4 დეკემბერს, სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „ტყვეთა სყიდვა“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონფერენციის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებისთვის ვრცელი და სიღმისეული ინფორმაციის მიწოდება XVII-XVIII სს-ების საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ვითარებასა და ტყვეებით ვაჭრობის მასშტაბების შესახებ.

მოსწავლეებმა მთელი სიმძაფრით წარმოადგინეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს უმძიმესი და სამარცხვინო ფურცელი.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ VIII, IX, X და XI კლასების მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203