პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი ბრიტანეთის ისტორიასა და კულტურას საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია მიუძღვნეს
19-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ. აღსანიშნავია პრეზებტაციებით სწავლება, რომელიც მოითხოვს დამოუკიდებელ მუშაობას და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, მე-5 კლასელებმა ინგლიური ენის გაკვეთილზე დიდი ბრიტანეთის ისტორია შეისწავლეს და საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია მოამზადეს. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის ისტორიაზე, კულტურაზე ღირსშესანიშნაობებზე, კედლის გაზეთზე დაიტანეს და ილუსტრაციებიც დაურთეს. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს, როგორც ინგლისური ენის ცოდნა და სიტყვათა მარაგი, ისე შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები. 

სასწავლო პროცესს ​ხელმძღვანელობდა პედაგოგი თეა თოთაძე, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ყოველთვის ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203