
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის №2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი მხატვრული ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ახლახან, სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, სახვითი ხელოვნების მასწავლებლის - ვანიკ თევანიანის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს საახალწლო ნახატების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია მოსწავლეთა ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ზამთრის განწყობას, საახალწლო სითბოსა და ინდივიდუალურ მხატვრულ ხედვას.
გამოფენის სახელწოდებაა - „ზამთრის ჯადოსნობა ჩვენი ფერებით“ და, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მისი მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და სკოლაში სადღესასწაულო, კულტურული გარემოს შექმნა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: