კოხტის საჯარო სკოლაში საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა
19-12-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. მათი სასწავლო შემართების ასამაღლებლად კი სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

17 დეკემბერს სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრაზე ჩატარდა შეჯიბრება ჭადრაკში. მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების, კონცენტრირების, თვითკრიტიკის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარების განვითარება-ჩამოყალიბება. ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია. სკოლებს შორის თანამშრომლობის  გაღრმავება და განვითარება.

თამაში საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები საჭადრაკო ტურნირში დიდი შემართებით ჩაერთნენ და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს. გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ლევან კორძაია და სოსო გოხაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203