„ფოტოგრაფია როგორც დროის, მეხსიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის შემნახველი“- შთამბეჭდავი პროექტი საბუეს საჯარო სკოლაში 
19-12-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-X კლასში, ხელოვნების პროექტული სწავლების ფარგლებში ინგლისურ ენასთან ინტეგრირებით  განხორციელდა პროექტი თემაზე: „ფოტოგრაფია როგორც დროის, მეხსიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის შემნახველი“.

პროექტს ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - მაია ახალკაციშვილმა და ია ბაწილაშვილმა

პროექტის ფარგლებში:

1.მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო ექსკურსიაში და მოინახულეს სვეტიცხოველი, დედათა მონასტერი, ჯვრის მონასტერი და მონუმენტი „საქართველოს მატიანე“. ექსკურსიის დროს განხორციელდა ისტორიული და კულტურული ძეგლების ფოტოფიქსაცია;

2. მიღებული ფოტომასალების საფუძველზე მოსწავლეებმა დაამზადეს ორენოვანი საინფორმაციო ფლაერები ქართულ და ინგლისურ ენებზე;

3. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ქართველი ფოტოგრაფის - ნათელა გრიგალაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მიღებული ცოდნის საფუძველზე გაიმართა ონლაინ-ინტერვიუ ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილთან;

4. პროექტის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში განხორციელდა სოფელ საბუეს ფოტოგადაღება;

5. პროექტის დასკვნით ეტაპზე ჩატარდა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) კონფერენცია თემაზე: „ხელოვნება როგორც გამოხატვის საშუალება - ფოტო, რომელმაც სამყარო შეცვალა“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი, კვლევითი, საკომუნიკაციო და ინტერკულტურული უნარების განვითარებას და საგანთა შორის ინტეგრაციას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203