„საბანკო კრედიტები და მომხმარებელი“ - პროექტი, რომელმაც თბილისის N108 სკოლის მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა შეეგრძნოთ ცოდნის პრაქტიკული ღირებულება
19-12-2025

თბილისის N108 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, XI კლასში განხორციელებული სასწავლო პროექტი თემაზე - „საბანკო კრედიტები და მომხმარებელი“.

პროექტი მათემატიკის შესწავლის ფარგლებში განხორციელდა და მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი ძალებით შეეგრძნოთ ცოდნის პრაქტიკული ღირებულება და პასუხისმგებლობა რეალური ცხოვრების წინაშე.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა ინტერესით, ჩართულობითა და გუნდური მუშაობით:

  • დაგეგმეს და ჩაატარეს კვლევები და გამოკითხვები;
  • დაამუშავეს სტატისტიკური მონაცემები;
  • ააგეს სიხშირეთა ცხრილები და დიაგრამები;
  • გაეცნენ საბანკო კრედიტების არსს, ტიპებსა და პირობებს;
  • შეხვდნენ ბანკის წარმომადგენლებს და მიიღეს მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ პროცესმა ნათლად აჩვენა, რომ მათემატიკა მხოლოდ ამოცანებისა და ფორმულების კრებული არ არის.

ის არის აზროვნების გზა, რომელიც გვასწავლის მონაცემების გააზრებას, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და პასუხისმგებლობის აღებას - როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მოსწავლეებმა დაინახეს, როგორ გარდაიქმნება ციფრები რეალურ ისტორიებად, დიაგრამები - დასკვნებად, ხოლო ცოდნა - თავდაჯერებულობად.

პროექტს ხელმძღვანელობდა მათემატიკის მასწავლებელი ლალი სურმავა, XIბ კლასის დამრიგებელი კი სალომე რაზმაძე გახლავთ. 

„მადლობა XI კლასის მოსწავლეებს შრომისთვის, ინტერესისა და გულწრფელი ჩართულობისთვის!

თქვენმა შრომამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მათემატიკა მხოლოდ საგანი არ არის - ის არის უნარი ფიქრისა, წინსვლისა და რეალური ცხოვრების მართვისა“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მასწავლებლის საინტერესო ინიციატივა და მოსწავლეთა აქტიურობა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203