Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“დაჯილდოება მიმდინარეობს
20-12-2025

izrune.ge-ს უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ყველაზე აქტიური „იზრუნელები“ სპეციალური, პერსონალური დიპლომებით ჯილდოვდებიან, ამ წუთებში ბათუმში მიმდინარეობს. სულ მალე გახდება ცნობილი, წინასაახალწლო სიურპრიზიც.

მანამდე კი გეტყვით, რომ მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა შეძლო, სკოლის-მოსწავლის-მშობლისა და მასწავლებლის ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. Izrune.ge-მ ათიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა და მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში დაუღალავად ეხმარება.

ღონისძიება, რომელიც izrune.ge-ს ვარსკვლავებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრებისთვის ეწყობა, პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203