მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება მაგიდის ჩოგბურთის მუნიციპალურ შეჯიბრში
19-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭრილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ახლახან, ახალქალაქის სპორტულ სკოლაში, მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართა სპორტული შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრებაში მონაწილეობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლე.

მაჭატიის საჯარო სკოლისთვის საამაყოა, რომ გოგონებს შორის გამართულ შეჯიბრში, მრავალ მონაწილეს შორის, პირველი, მეორე და მესამე ადგილები მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.

  • პირველი ადგილი დაიმსახურა გალინა ოვაკანიანმა;
  • მეორე ადგილზე გავიდა კატია პარონიანი;
  • ხოლო მესამე ადგილი დაიკავა გაიანე მურაჯიანმა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს წარმატება მათი სპორტის მასწავლებლის, სარქის მარქარიანის, დაუღალავი შრომისა და დიდი ძალისხმევის შედეგია.

სკოლაში მოსწავლეებსა და მათ მასწავლებელს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ, ახალგაზრდა სპორტსმენებს ამ ღირსეულ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203