გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა ბუნებისმეტყველებაში შესწავლილი თემის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
19-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასელები ბუნებისმეტყველებას ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. 

პედაგოგი ბავშვებს გაკვეთილებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით უმრავალფეროვნებს და მათ სასწავლო მოტივაციაზე ზრუნავს. პატარებით აქტიურობით გამოირჩევიან. 

ახლახან, მე-3 კლასელებმა თემა - „ამინდი“ შეისწავლეს და საკითხის შესახებ საინტერესო პრეზენტაციებიც მოამზადეს. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციას წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობებიც ბრწყინვალედ წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203