ჩამდურის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებისთვის ბუნებისმეტყველებაში ვიქტორინა გაიმართა 
19-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გამდიდრებულია მრავალფეროვანი აქტივობებითა და საგანმანათლებლო ღონისძიებებით. პედაგოგები ბავშვების სასწავლო შემართებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, ბუნების გაკვეთილზე მე-5 კლასის მასწავლებელმა თემაზე - „ციური სხეულები“ ვიქტორინა ჩაატარა.

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ და წარმოაჩინეს როგორც საგნობრივი ცოდნა, ასევე ინტელექტუალური უნარები. გამოვლინდა გამარჯვებულიც.

როგორც ღონისძიების ხელმძღვანელი პედაგოგი გვეუბნება, მოსწავლეებში ასეთი აქტივობები შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარის განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203