საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი უფლებები განესაზღვრათ - ცვლილებები კანონში
20-12-2025

„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც შსს აკადემიასა და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ეხება.

ე.წ. შსს აკადემია 2026 წლის 1-ელი მარტიდან გახდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სასწავლო ცენტრი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია.

დოკუმენტით ასევე განისაზღვრა: „აკადემია, სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება:

ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას;

ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას“.

კანონს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შეეძლება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. 

დოკუმენტი იხილეთ ბმულზე - https://matsne.gov.ge/ka/document/view/6697339?publication=0

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203