
რუსთავის N3 საჯარო სკოლ IV ბ კლასში ჩატარდა მუსიკისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული ღია გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის აღნიშვნის მრავალფეროვან და უნიკალურ ტრადიციებს. ამ გაკვეთილმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, როგორ შეიძლება საგნების შერწყმით სწავლება გახდეს უფრო შინაარსიანი, საინტერესო და შემოქმედებითი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით წარმოადგინეს ქართული საახალწლო რიტუალები, სიმღერები, ხალხური ელემენტები და მათთან დაკავშირებული ტერმინები ინგლისურ ენაზე. მუსიკამ და ენამ ერთმანეთი ბუნებრივად შეავსო, ხოლო ბავშვებმა შეძლეს როგორც ეროვნული კულტურის გაცნობა, ისე უცხო ენის პრაქტიკული გამოყენება.
გაკვეთილი გამოირჩეოდა დინამიკით, სიხალისითა და აქტიური ჩართულობით. თითოეულ აქტივობაში იგრძნობოდა მოსწავლეთა შრომა, ინტერესის მაღალი დონე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნის მიმართ. მათთვის ეს იყო არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ ქართული ტრადიციებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მასწავლებელთა - მადონა ტუხაშვილი-კიკილაშვილისა და ელენა პეტროვას - პროფესიონალიზმი და შემოქმედებითი მიდგომა. მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად გაკვეთილი იქცა დასამახსოვრებელ საგანმანათლებლო გამოცდილებად, სადაც ცოდნა, კულტურა და სიხარული ერთ მთლიანობად შეერწყა.
„ასეთი ინტეგრირებული გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკოლა არის ადგილი, სადაც სწავლა სიხარულთან და ეროვნულ თვითმყოფადობასთან ერთად მიმდინარეობს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: