მარტვილის N2 სკოლის მოსწავლეები ჯარისკაცების ცხოვრებას გაეცნენ 
18-12-2025

მარტვილის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხედრო საქმეს ხალისით სწავლობენ. საგნის მიზანია მოსწავლეების პატრიოტული სულისკვეთებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება.

17 დეკემბერს, აზა ადამიას სახელობის ქალაქ მარტვილის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებიც საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამას „სამხედრო საქმეს“ გადიან, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზას სტუმრობდნენ, სადაც მათთვის ღია კარის დღე მოეწყო. 

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა მემორიალს, დაათვალიერეს ბრიგადის სამხედრო და სპორტული ინფრასტრუქტურა, გაეცნენ ბრიგადაზე რიცხულ შეიარაღებას და სამხედრო ტექნიკას, ასევე სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს მე-2 ქვეითი ბრიგადის სასადილოში.

„სკოლის სახელით მადლობას ვუხდით თავდაცვის ძალებისა და მე-2 ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობას, ყურადღებისათვის და ღირსეული დახვედრისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203