ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებს სათაფლიის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტური ჩაუტარდათ
18-12-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მორიგი შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

11 დეკემბერს, სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებელ სოფო გველესიანთან და გეოგრაფიის პედაგოგ ლია ჯალაღანიასთან ერთად, იმყოფებოდნენ სათაფლიის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც სათაფლიის მღვიმე–ნაკრძალის 100 წლის იუბილე აღინიშნა.

მიწვეულ სტუმრებს მასპინძლობა და გიდობა გაუწია დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელმა, ლაშა ერბელიძემ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მას ესწრებოდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი ასევე სხვა მიწვეული სტუმრები და სპეციალისტები.

მოსწავლეებმა მიიღეს უნიკალური შესაძლებლობა გაცნობოდნენ საქართველოს უიშვიათეს ბუნებრივ ობიექტს – სათაფლიის კარსტულ მღვიმესა და დინოზავრების ნაკვალევის უნიკალურ ნაკრძალს, რომელიც თავისი გეოლოგიური და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს. ეკოტურის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ კარსტული მღვიმეს, სადაც საკუთარი თვალით იხილეს სტალაქტიტები, სტალაგმიტები და მღვიმური პროცესების ბუნებრივი ჩამოყალიბება; დინოზავრების ნამდვილი ნაკვალევი, რის გამოც სათაფლია აღიარებულია მსოფლიოს მეცნიერების მიერ. მინის ბილიკი და ველური ბუნების ხედები ბავშვებისთვის დამატებით სანახაობრივ გამოცდილებას ქმნიდა.

იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ ბავშვებსა და მასწავლებლებს ესაუბრა გარემოს დაცვითი ცნობიერების მნიშვნელობაზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მოვლის საჭიროებასა და საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარებაზე.

ეკოტურმა მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა სასკოლო სწავლება, გააღრმავა მოსწავლეების ცოდნა ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, გეოლოგიასა და ეკოლოგიაში, ასევე ბავშვებს განუვითარდათ კვლევითი ინტერესები და პასუხისმგებლობა ბუნების მიმართ. მოსწავლეებისთვის ეს იყო ცოდნითა და ემოციებით სავსე დღე, რომელიც მაღალ დონეზე წარიმართა. დიდი მადლობა ეკუთვნის როგორც სათაფლიის ნაკრძალის წარმომადგენლებს, ასევე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას ღონისძიების ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203