
თედო ჯღარკავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად არაერთ სახალისო თუ საზეიმო აქტივობას სთავაზობენ.
აღსანიშნავია, მე-5 კლასელთა საახალწლო ღონისძიება, რომელიც ინგლისურ ენაზე წარიმართა.
მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, შობა-ახალი წლის ტრადიციებზე ისაუბრეს და წარმოაჩინეს, როგორც ინგლისური ენის ცოდნა ცოდნა და სიტყვათა მარაგი, ისე ნიჭი და შესაძლებლობები.
ღონისძიებას პედაგოგი რუსიკო გვალია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: