ტყემლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფერადი ღონისძიება 
18-12-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გაჯერებულია მრავალფეროვანი, როგორც საგანამანთლებლო, ისე საზეიმო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის განსაკუთრებულად აღსანიშნავია, საშემოდგომო ღონისძიება. სეზონის მიწურულს, 28 ნოემბერს, მოსწავლეებმა წელიწადის ეს ულამაზესი დრო შემოქმედებითი სანახაობით გააცილეს.

თემატურად გაფორმებულ გარემოში ბავშვებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, მხატვრული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები, შემოდგომის მოტივებზე შედგენილი ჩანახატები.

მოსწავლეებმა აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში და ხოტბა შეასხეს სეზონის მშვენიერებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203