
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გამდიდრებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
16 დეკემბერს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრაზე ჩატარდა ვიქტორინა, რომლის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო საგნებში მიღებული ცოდნის გამოყენებისა და კონკურენტულ გარემოში მუშაობის უნარის განვითარება, მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება.
ვიქტორინაში მონაწილეობდნენ V, VI, VII, VIII კლასების მოსწავლეები.
კონკურსი საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. გამოვლინდა 2 გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც გადაეცათ სიგელები.
ვიქტორინას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: მარინე კაჭკაჭაშვილი, სოფიკო საგინაძე და მარი შავაძე.
პედაგოგები მადლობას უხდიან მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები: