
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში ზღაპრული საახალწლო განწყობა ტრიალებს.
მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი უკვე იზეიმეს და ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას საოცარი ემოციები აჩუქეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, საახალწლო წარმოდგენები, შემოქმედებითი ნომრები შთამბეჭდავად შეასრულეს და დამდეგი ახალი წელი იზეიმეს.
აღსანიშნავია, რომ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით - იმართება როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო ღონისძიებები, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: