თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-3 კლასში ზღაპრული საახალწლო განწყობა ტრიალებს
18-12-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს, ბავშვების მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები კი ხშირად ეწყობა.  

სკოლის მე-3 კლასელთა სასკოლო ცხოვრებაში მორიგი სასიამოვნო, ხალისიანი, საინტერესო დღე ჩაიწერა. ბავშვების კლასის საათი ახალ წელს მიეძღვნა. 

კლასის საათზე პატარებმა დამრიგებელთან და მუსიკის პედაგოგთან ერთად აღნიშნეს ზამთრის შემობრძანება და დამდეგი შობა-ახალი წელი.

მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, საკლასო ნაძვის ხე მორთეს და საჩუქრები გაცვალეს.

მოსწავლეებისთვის ზღაპრული საახალწლო განწყობა შექმნეს პედაგოგებმა - ლიკა მაჭავარიანმა და ლია ცერცვაძემ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203