„სად მინდა დასვენება“ - ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
18-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები მოსწავლეთა სასწავლო შემართებასა და მოტივაციაზე ზრუნავენ და ბავშვებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.  

საახალწლო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე  საინტერესო და სახალისო დავალება შეასრულეს თემაზე - „სად მინდა დასვენება“.

ბავშვებმა სურვილები ფურცლებზე გადაიტანეს, ისაუბრეს სანუკვარი კურორტების ღირსებებზე და იმ ადგილების ნახატებიც შექმნეს, სადაც არდადეგების გატარებას ისურვებდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203