ქუთაისის N40 სკოლის მე-7 კლასელთა საინტერესო აქტივობებითა და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით გაჯერებული მათემატიკის ღია გაკვეთილი 
18-12-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებას უმდიდრებენ

16 დეკემბერს, მე-7 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „ამოზნექილი და არაამოზნექილი ოთხკუთხედები“, რომელსაც მასწავლებელი ნ.ირემაძე ხელმძღვანელობდა.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი ი.ყურაშვილი.

გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. დასაწყისში მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა.

წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მოსწავლეებს შეავსებინა კროსვორდი, რომელიც PowerPoint-ში იყო სლაიდზე განთავსებული, კროსვორდის შევსებით კავშირი დაამყარა წინა და ახალ მასალას შორის, მოსწავლეებმა მიიღეს საკვანძო სიტყვა „ფიგურა“ და ისინი მიხვდნენ, რომ გაკვეთილი ახალ, უცნობ ფიგურებს ეხებოდა. ახალი მასალის ახსნისას იყენებდა, როგორც სლაიდზე, ასევე სახელმძღვანელოში მოცემულ ნახაზებსაც.

მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილებინა მოსწავლეებს ოთხკუთხედების შიგნით ორ წერტილზე გავლებულ მონაკვეთზე, რომელიც სლაიდზე იყო განთავსებული. შემდეგ, იგივე ნახაზები მოსწავლეებს დაფაზეც შეასრულებინა, რამაც კიდევ უფრო გაუიოლა მოსწავლეებს ახალი მასალის გააზრება - მათ თვითონვე ჩამოაყალიბეს განსაზღვრება, როგორც ამოზნექილი, ასევე არაამოზნექილი ოთხკუთხედისა. გაამახვილებინა ყურადღება იმაზე, რომ ოთხკუთხედი სიბრტყის ნაწილია, შემოსაზღვრული 4 მონაკვეთით, რომლებიც მიმდევრობითაა შეერთებული და ყოველი 3 წვერო ერთ წრფეზე არ მდებარეობს. ოთხკუთხედის კუთხე მოიცავს ოთხკუთხედის შიგა სიბრტყეს, მის გვერდებს და ისეთ წერტილებს, რომლებიც ამ ოთხკუთხედის არც შიგა და არც საზღვრის წერტილები არაა.

შემდეგ პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო კერძო სახის ამოზნექილი ოთხკუთხედებიც. პარალელოგრამის განსაზღვრების დახმარებით, მასწავლებელთან ერთად, მოსწავლეებმა თვითონვე შეძლეს მართკუთხედის, კვადრატის, რომბის და ტრაპეციის განსაზღვრებების ჩამოყალიბება. აჩვენა მათ ოთხკუთხედები, როგორც სლაიდებზე, ასევე წიგნში და თვითონვე დაახაზვინა დაფაზეც.

ახალი მასალის განმტკიცების მიზნით მოსწავლეები ამუშავა წიგნზე, საიდანაც ამოახსნევინა ტესტური ამოცანები ამოზნექილ ოთხკუთხედებზე.

გაკვეთილის შეჯამება მოხდა ვენის დიაგრამის გამოყენებით. მოსწავლეებმა შეძლეს ამოზნექილი და არაამოზნექილი ოთხკუთხედების საერთო და განმასხვავებელი თვისებების ჩამოყალიბება და ახლად შესწავლილი ოთხკუთხედების განსაზღვრა, გამოყვეს მათგან განსხვავებული ოთხკუთხედი-ტრაპეცია.

„უნდა აღინიშნოს, რომ საგაკვეთილო პროცესში ძირითადად ჩართულნი იყვნენ დაბალი და საშუალო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები.

განსაკუთრებით მოეწონათ და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის სახალისო ისტორია ოთხკუთხედების შესახებ, სახელწოდებით -„ოჯახის რომელი წევრია ზედმეტი?“. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ოთკუთხედების განსაზღვრებების თანახმად ტრაპეცია არაა ამ ოჯახის წევრი, ის ზედმეტია ამ ოჯახში და რომ ის ოჯახის ნათესავია.

მოსწავლეები შეფასდა ობიექტურად და სწორად განმავითარებელი შეფასებით. გაკვეთილის ბოლოს მიეცათ სლაიდზე განთავსებული საშინაო დავალება“,- გვიყვებიან სკოლაში, ახარებთ პედაგოგის საინტერესო ინიციატივები და მოსწავლეთა აქტიურობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203