„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა, სიმართლეს არ შეესაბამება“ - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
04-07-2018
„ახალ სასწავლო წელს I-VI კლასის მოსწავლეები ახალი, გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან და ამ მიმართულებით რაიმე შეფერხება არ არსებობს,“ - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე გრიფირების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, გამოცხადებულია ბეჭდვის ტენდერი და ამოცანა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის I-VI კლასის მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები ჰქონდეთ, კვლავ ძალაშია.

„რაც შეეხება „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ მე-5 და მე-6 კლასების სახელმძღვანელოებს, ერთ-ერთი გამომცემლის საპრეტენზიო განაცხადის გამო ამ კონკრეტული სახელმძღვანელოების განხილვის პროცესი შეჩერებულია ექსპერტიზის დასრულებამდე.

შესაბამისად, სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან I-VI კლასის მოსწავლეები გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან,“ - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203