
პარლამენტმა 81 ხმით, მესამე მოსმენით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა ნაცვლად 4 წლისა, განისაზღვრება 6 წლით.
ამ კანონის ამოქმედებამდე ავტორიზებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას (დაწესებულება), ჩაითვლება ავტორიზებულად ავტორიზაციის მინიჭებიდან 6 წლის ვადით.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.