„ჯანსაღი ცხოვრების წესი“ - დადეშის საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროექტი განხორციელდა
17-12-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსმა მასწავლებელმა, სასუნ თოსუნიანმა მე-11 კლასში წარმატებით განახორციელა სასწავლო პროექტი თემაზე -„ჯანსაღი ცხოვრების წესი“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის გააზრება და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების განვითარება საკუთარი ცხოვრების სტილის მიმართ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა აქტივობაზე: მოამზადეს პრეზენტაციები, განიხილეს ჯანსაღი კვების პრინციპები, ფიზიკური აქტივობის როლი, მავნე ჩვევების საფრთხეები და სტრესის მართვის გზები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დისკუსიური ნაწილი, სადაც ახალგაზრდებმა საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება გააზიარეს.

პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარებას. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ დაეხმარება მომავალში გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

„სასწავლო პროექტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და აქტიური მოქალაქეობის პრინციპების დამკვიდრება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203