ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
17-12-2025

აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა ტრიალებს. სკოლაში საშობაო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. განთავსდა საახალწლო დეკორაციები და მოირთო სკოლა. 

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგებმა - ლორიტა ჭაავამ და ქეთინო კუტალიამ გაუწიეს. 

სკოლა ულოცავს სრულიად საქართველოს დამდეგ შობა ახალ წელს და უსურვებს უღრუბლო საქართველოში ცხოვრებას. 

„მადლობა ღონისძიებების ორგანიზატორებს - ლორიტა ჭაავას და ქეთინო კუტალიას ლამაზი სანახაობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203