
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში უფროსმა მასწავლებელმა, სილვა კსპოიანმა, მე-9 კლასში ჩაატარა გაკვეთილი თემაზე - „არჩევნები“.
გაკვეთილი იმიტირებული არჩევნების ფორმატით წარიმართა.
მოსწავლეებმა გაითამაშეს საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპი: კანდიდატების წარდგენა, ხმის მიცემა, ბიულეტენების დათვლა და შედეგების გამოცხადება.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის დემოკრატიული პროცესების გაცნობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება.
„მსგავსი პრაქტიკული გაკვეთილები ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: