„მოგზაურობა დედამიწის გარშემო“​ - კარწახის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების საინტერესო ღონისძიება
17-12-2025

სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებში სწორი ფასეულობების დამკვიდრებას, ცოდნის დონის ამაღლებას, განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელებას.

სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლის - წოვინარ ავეტისიანის საღამო „მოგზაურობა დედამიწის გარშემო“, ამის ნათელი მაგალითია.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყანა მათი ტრადიციებით, სიმღერებითა და ცეკვებით.

საინტერესო და სასიამოვნო სანახავი იყო, როდესაც მოსწავლეები სხვადასხვა ხალხის ეროვნული სამოსით წარმოადგენდნენ ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. აღფრთოვანებას ვერ მალავდა მსმენელი.

„საამაყოა ასეთი კადრები სკოლაში, ველოდებით უამრავ ლამაზ საღამოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203