დეხვირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ქრისტინე ჭაბუკიანმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში საჯარო ლექცია ჩაატარა
17-12-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ქრისტინე ჭაბუკიანმა, პროექტის - „გმირის დღე“ ფარგლებში საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს პროექტი - „გმირის დღე“, რომელსაც ხელმძღვანელობს პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის დეპუტატი - მარიამ ლაშხი.

პროექტის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია ჩატარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში.  

პრეზენტაცია წარადგინა დეხვირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ქრისტინე ჭაბუკიანმა.

ღონისძიება დაეთმო წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მისი ღვაწლისა და გმირობის გზას.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე -  რევაზ ახვლედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარიკა კოპალიანი, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი - გოგი კვირიკაშვილი.

„მადლობას გიხდით თითოეულ მსმენელსა და დამსწრე საზოგადოებას ჩართულობისათვის!“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203