უჩმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა ზეიმით დაიწყეს 
17-12-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ქართული ენის გაკვეთილი ზეიმად იქცა. 

ამ დღეს პატარებმა სახელმწიფო ენის სწავლა დაიწყეს. ზეიმი „აი ია“ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - მალვინა ამირხანიანის ორგანიზებით გაიმართა და მოსწავლეებს დიდი სიხარული აჩუქა. 

პედაგოგმა ბავშვები არაერთ საინტერესო თუ სახალისო აქტივობაში ჩართო და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეები პირველ ასო-ბგერებს ინტერესით გაეცნენ და წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნაც წარმატებით წარმოაჩინეს. ისინი მასწავლებელს დაჰპირდნენ, რომ ქართულ ენას ხალისითა და დიდი შემართვებით ისწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203