
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
მათ შორის აღსანიშნავია, XI კლასის მოსწავლის - ლიზი შავგულიძის ბრწყინვალე მიღწევა. მე-11 კლასელის ნაშრომი რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებულია.
მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენცია თემაზე - „საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინიციატივით, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა. საუკეთესო თემათა შორის დასახელდა ქუთაისის №4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლიზი შავგულიძის ნაშრომი. მოსწავლის თემის ხელმძღვანელი გეოგრაფიის მასწავლებელი ფატიმა ბალანჩივაძე გახლავთ.
კონფერენციის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საბარძიმე ღვინოსთან დაკავშირებულმა საკითხებმა. მოსწავლე და მასწავლებელი დაჯილდოვდნენ დიპლომებით.