„მიკროორგანიზმები და ადამიანის ჯანმრთელობა“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სასწავლო პროექტზე იმუშავეს
17-12-2025

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის საკითხებზე საინტერესო სასწავლო პროექტი განხორციელდა. 

12 დეკემბერს, მე-7 კლასში (დამრიგებელი ნუნუ ირემაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი შორენა დანელია) ჩატარდა მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო სასწავლო პროექტი თემაზე - „მიკროორგანიზმები და ადამიანის ჯანმრთელობა“.

პროექტის მიზანი იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება, არამედ რეალური ცხოვრებისათვის აუცილებელი ინფორმაციის გააზრება და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.

მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა დაავადება და მათი გამომწვევი მიკროორგანიზმები, მათ შორის:

ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, გრიპი, რძიანა, ბოტულიზმი, ზიკა, ებოლა, ცოფი, შიდსი (აივ), ქოლერა, წითელა, მალარია, ფრჩხილის სოკო, ტეტანუსი, ყბაყურა, შავი ჭირი, დიზენტერია და სხვა.

თითოეული თემა მოიცავდა:

  • დაავადების გამომწვევ მიზეზებს;
  • გადაცემის გზებს;
  • სიმპტომებს;
  • პრევენციისა და თავდაცვის საშუალებებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოსწავლეებმა გააცნობიერეს:

  • რამდენად მარტივად შეიძლება დაავადების გავრცელება
  • რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენა, ვაქცინაცია და ინფორმირებულობა
  • როგორ შეგვიძლია საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის დაცვა

პროექტი გამოირჩეოდა მოსწავლეთა აქტიურობით, კვლევითი მიდგომითა და პასუხისმგებლობით. მათ შეძლეს რთული სამედიცინო თემების გადმოცემა მარტივი და გასაგები ენით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ცოდნა ყველაზე ძლიერი იარაღია.

„დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს ჩართულობისა და შრომისთვის. ასეთი პროექტები არა მხოლოდ ცოდნას გვიმდიდრებს, არამედ გვზრდის ჯანმრთელობაზე მზრუნველ მოქალაქეებად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203